აკვალანგი

მაღალი ტექნოლოგიების ახალი ამბები

ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში სიარულისას SMS-ის გაგზავნა აიკრძალა

2012 წლის 16 May

დღევანდელ დღეს ხშირად ვეჯახებით (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ადამიანებს, რომლებიც წინ კი არ იყურებიან, არამედ მობილური ტელეფონის ეკრანს ჩასცქერიან მორიგი SMS-შეტყობინების, ან მისი წაკითხვისას. ამ უპასუხისმგებლო პირებთან შეჯახება არასასიამოვნოა, მით უფრო თუ კი ეს ხშირად ხდება. ამიტომ, ამერიკული ქალაქის ფორტ-ლის (ნიუ-ჯერსის შტატი) ხელმძღვანელობამ ამ საქმიანობის საწინააღმდეგოდ აკრძალვა შემოიღო.

» დაწვრილებით «

Share

Comments

Volkswagen-ის მფრინავი ორადგილიანი ავტომობილის კონცეპტი

2012 წლის 15 May

ავტომწარმოებლები უწყვეტად ატარებენ ექსპერიმენტებს «მომავლის მანქანის» სფეროში და საზოგადოების სამსჯავროზე მთლიანობაში არასიცოცხლისუნარიანი ავტომობილების კონცეპტები გამოაქვთ. ჩვეულებრივ მსგავსი ექსპერიმენტების კომერციული ხორცშესხმა, შემდეგ კი ბაზარზე წარმატება უფრო რეალურია, როდესაც ინჟინრებმა და დიზაინრებმა ნაკლებად მისცეს გასაქანი საკუთარ ფანტაზიას.

» დაწვრილებით «

Share

Comments

რობოტ-მტვერსასრუტს Sharp საუბარი და ხასიათის შეცვლა შეუძლია

2012 წლის 15 May

კომპანიამ Sharp რობოტი-მტვერსასრუტი გამოუშვა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გააჩნია, შეუძლია ადამიანის ხმის ამოცნობა და ხასიათის ცვლილებისკენ აქვს მიდრეკილება. ასევე რობოტი Cocorobo თავადაც ლაპარაკობს. მასზე დაყენებულია კამერა, რომლიდანაც გამოსახულება სმარტფონზე შეგიძლიათ მიიღოთ.

» დაწვრილებით «

Share

Comments

რობოტი Vaudeville სმარტფონიდან და Kinect-დან იმართება

2012 წლის 15 May

იაპონურმა კომპანიამ Suidobashi Heavy Industry დიდი ზომის რობოტის Vaudeville შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც სმარტფონის და კონტროლერის MS Kinect დახმარებით იმართება. მანქანის სიმაღლეა 3,8 მეტრი, ხოლო წონა 4,5 ტონა. ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ლაბორატორიული სათამაშო, ასეთმა რობოტმა ადამიანს შემთხვევით სერიოზული ტრამვაც შეიძლება მიაყენოს.

» დაწვრილებით «

Share

Comments

რობოტი, რომელსაც წონასწორობიდან ვერ გამოიყვან

2012 წლის 15 May

თუ კი თანამედროვე რობოტს მხოლოდ ერთი ვიწრო სპეციალიზაცია აქვს, მას თითქმის სასწაულების მოხდენა შეუძლია. ახალი ინტელექტუალური მექანიზმი სახელად HRP3L-JSK თანამოძმეებისგან გამოირჩევა. ეს ორფეხა რობოტი ძალიან კარგად ინარჩუნებს წონასწორობას და არ ეცემა, თუ კი მას ვინმე უბიძგებს ან წაქცევას ცდილობს.

» დაწვრილებით «

Share

Comments