აკვალანგი

მაღალი ტექნოლოგიების ახალი ამბები

დრეკადი შუქდიოდიანი ნათურა FLEXiT Light

2010 წლის 10 November

უცნაურია, მაგრა ელექტრონიკის მწარმოებლებმა სიტყვის თავში ასო «i»-ს საკუთარ პროდუქციაში გამოყენება მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც Apple-მა ბაზარს მრავალრიცხოვანი iMac, iPod, iPhone და iPad-ით შეუტია. სიტყვის შუაშიც კი ამ ასოს ქვედა რეგისტრში წერენ; ასე მოიქცნენ შუქდიოდიანი ნათურის FLEXiT Light შემქმნელებიც.

მოწყობილობა სილიკონის კორპუსშია მოქცეული, რომელიც არა მარტო მომხმარებლისთვის აუცილებელ ფორმას ღებულობს, არამედ საკმაოდ დიდხანსაც ინარჩუნებს. LED-ელემენტების შუქის ნაკადი 16 ლმ-ს შეადგენს, ხოლო კვების წყაროს სახით AA ფორმატის სამი ელემენტი გვევლინება. ელემენტებთან ერთად კორპუსში მწარმოებელმა ნეოდიმური მაგნიტების წყვილიც მოათავსა, რომლებიც ნათურის FLEXiT Light ნებისმიერ ლითონის ზედაპირზე დამაგრების შესაძლებლობას იძლევა. ამ უნიკალური განათების მოწყობილობის ღირებულებაა 29,99 დოლარი.

წყარო: ohgizmo.com

Share

Comments

საკვანძო სიტყვები: , , , , , ,

§ გამოგვეხმაურეთ

სად ვარ?

თქვენ კითხულობთ სტატიას დრეკადი შუქდიოდიანი ნათურა FLEXiT Light საიტზე აკვალანგი.

მოკლედ ამ სტატიაზე: